2024 წელს თხილის სუბსიდირებისთვის სახელმწიფო 23 844 075 ლარს გამოყოფს. საკანონმდებლო მაცნეზე საქართველოს მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც „თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის“ დასაფინანსებლად, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2022 – 2024 წლებისთვის ჯამურად არაუმეტეს 48 612 000 ლარის გამოყოფას უზრუნველყოფს.
თავდაპირველად სახელმწიფოს მიერ პროგრამისთვის გამოყოფილი თანხა თითქმის 21 მლნ ლარი იყო. მიმდინარე ცვლილებით კი 2022-2024 წლებში პროგრამის ჯამურ ბიუჯეტს 24 მილიონ 632 ათას ლარი დაემატება. როგორც სამინისტროში BMG-ის განუმარტეს დარჩენილი თანხა ადმინისტრაციული ხარჯია. რამდენად ეფექტიანი თხილის სუბსიდირება და რა რაოდენობის მოსავალს ელის წელს სექტორი?
სტუმარი: ჯენერ ბელქანია - "ჯეო-ნათსის" დირექტორი;