მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

₾416 მილიონი თბილისის ტრამვაისთვის - რა ეფექტი ექნება პროექტს?

ტენდერი გამოცხადებულია - ახლა თბილისის მერიამ ₾416.5-მილიონიანი შესყიდვის ფარგლებში ის კომპანია უნდა შეარჩიოს, რომელიც დიდი დიღმიდან მეტრო დიდუბემდე ტრამვაის 7.5-კილომეტრიანი ხაზის დაპროექტებას და მშენებლობას განახორციელებს. პროექტის ფარგლებში ასევე უნდა აშენდეს ტრამვაის დეპოც. ტრამვაის ახალ ხაზს 11 გაჩერება უნდა ჰქონდეს. თბილისის მერია პროექტირებისა და სამშენებლო პროცესის დასრულებას 3 წელიწადში გვპირდება, რაც ტრანსპორტის ექსპერტებს კითხვებს უჩენს. რა დაგვიჯდება დამატებით ტრამვაის შემადგენლობების შეძენა, რომელი წარმოების ტრამვაიზე უნდა გააკეთოს თბილისმა აქცენტი და რა შედეგს უნდა ველოდოთ პროექტის დასრულების შემთხვევაში?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები