მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

₾5.3 მლრდ ყველაზე მაღალანაზღაურებადი პირებისთვის - რამდენ დასაქმებულს ჩაერიცხა წლიურად ₾100 000-ზე მეტი ხელფასი 2023 წელს?

ბიზნესსექტორი

2023 წელს 100 000 ლარზე მეტი ხელფასი თითქმის 23 ათასმა პირმა მიიღო. შემოსავლების სამსახურს სტატისტიკის მიხედვით, 19 თებერვლის მონაცემებით, 2023 წელს, 100 000 ლარი და მეტი ხელფასის სახით 22 996 დასაქმებულს ჩაერიცხა. მათი ჯამური დარიცხული ხელფასი 5 352 192 200 ლარია.

2022 წელთან შედარებით, ყველაზე მაღალანაზღაურებადი პირების რაოდენობა 5,290 -ით არის გაზრდილი. 2022 წელს 100 000 ლარი და მეტი ხელფასი 17 706 დასაქმებულმა მიიღო, მათი ჯამური, დარიცხული ხელფასი 4 164 952 882 ლარი იყო.

100 ათას ლარზე მეტი შემოსავლის მქონე პირები წლების მიხედვით:

  • 2020 წელი - 10 211 პირი/ დარიცხული ხელფასი 2,483,129,415 ლარი
  • 2021 წელი - 13 384 პირი / დარიცხული ხელფასი 3,217,183,223 ლარი
  • 2022 წელი - 17 706 პირი / დარიცხული ხელფასი 4 164 952 882 ლარი
  • 2023 წელი - 22 996 პირი/ დარიცხული ხელფასი 5,352,259,855 ლარი

აღსანიშნავია, რომ 100 ლარზე ნაკლები ხელფასი 2023 წელს 4 744 პირმა მიიღო, დარიცხულმა ხელფასმა 252,259.03 შეადგინა.

1 200 ლარი - 2 400 ლარის დიაპაზონში ხელფასი, 2023 წელს, 75 364 პირს ჩაერიცხა. სულ მათ დაბეგვრამდე 132 079 377.99 ლარი მიიღეს.

2 400 ლარი - 3 600 ლარის დიაპაზონში ხელფასი 65 575 დასაქმებულს დაერიცხა, დარიცხული ხელფასი 194 327 745.42 ლარი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები