მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

₾5.7 მლრდ-იანი ფონდიდან დაბალანსებული და დინამიკური პორტფელების მოცულობა ₾60 მლნ-ია - საპენსიო რეფორმის გამოწვევები;

საპენსიო ფონდის დაბალანსებული და დინამიკური პორტფელების ზომამ 60 მლნ ლარს მიაღწია - ამის შესახებ პარლამენტში ჯანდაცვის კომიტეტზე საპენსიო სააგენტოს ანგარიშის განხილვისას აღინიშნა. როგორც სააგენტოში აცხადებენ, ბოლო პერიოდში მოქალაქეებს უფრო აქტიურად გადააქვთ საკუთარი დანაზოგები დაბალანსებულ და დინამიკურ პორტფელებში. ამასთან, როგორც ირკვევა, მიუხედავად იმისა, რომ საპენსიო სააგენტოს უკვე მიეცა უფლება მსხვილ პროექტებში ინვესტირებისა, ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა უახლოეს ხანებში არ იგეგმება. ამ ფონზე კი სპეციალისტები მთავარ გამოწვევად კვლავ საპენსიო თანხების ნაკლებდივერსიფიცირებას ასახელებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები