"მათე მოტორსის" მფლობელის გელა ბარკალაიას ადვოკატის ზურაბ როსტიაშვილის განცხადებით, სასამართლომ არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა ბარკალაიას წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების თაობაზე.
თუმცა, ადვოკატის თქმით, ამავე პროცესზე სასამართლომ რიგი მასალები, რომლებიც საქმეში იდო, დაუშვებლად სცნო.
შემდეგი სასამართლო პროცესი 19 ივნისს არის ჩანიშნული.
შეგახსენებთ, რომ კომპანია "მათე მოტორსის" მფლობელი, გელა ბარკალაია 4 მარტს დააკავეს. "მათე მოტორსის" მფლობელი სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით – 144-ე პრიმა მუხლის (წამების მუქარა) მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტითა და 157-ე მუხლითაა (პირადი ან ოჯახური საიდუმლოს ხელყოფა) დაკავებული.

























