მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გელა ბარკალაიას საქმეს სააპელაციო სასამართლო განიხილავს

5b97ca124cb40
ელენე ჩომახიძე
11.09.18 17:58
872
"მათე მოტორსის" მფლობელის გელა ბარკალაიას საქმეზე სააპელაციო სასამართლოში ამ დრომდე 7 პროცესი ჩატარდა, თუმცა მეორე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. როგორც ბრალდებულის ადვოკატმა ზურაბ როსტიაშვილმა BMG-ს განუცხადა, შემდეგი სასამართლო პროცესი მიმდინარე თვეშია ჩანიშნული. გელა ბარკალაიას უფლებადამცველის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს და მის დაკავებას დღესაც მისი ბიზნესის მიმართ არსებულ სახელმწიფოს, კერძოდ კი პროკურატურის დაინტერესებას უკავშირებს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ზემოთაღნიშნული სისხლის სამართლის საქმის არსებითად განხილვა გასული წლის პირველ დეკემბერს დაასრულა და ბრალდებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გელა ბარკალაიას ბრალად ედებოდა წამება, ე.ი. პირისათვის ისეთი პირობების შექმნა და ისეთი მოპყრობა, რომელიც თავისი ხასიათით, ინტენსივობითა და ხანგრძლივობით იწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს, ფსიქიკურ და მორალურ ტანჯვას და რომლის მიზანია ინფორმაციისა და აღიარების მიღება, პირის დაშინება, იძულება და დასჯა, მის მიერ სავარაუდოდ ჩადენილი ქმედებისათვის, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით. მასვე ბრალად ედებოდა პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვება, შენახვა და გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები