მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გელათის რეაბილიტაციის კომიტეტი: ტაძრის დროებითი გადახურვის სამუშაოები დასკვნით ფაზაშია

გელათი

გელათის რეაბილიტაციის კომიტეტის ინფორმაციით, გელათის მთავარი ტაძრის ერთიანი დროებითი გადახურვის სამუშაოები, მათ შორის გუმბათის ნაწილიც, დასკვნით ეტაპზე გადავიდა.

როგორც კომიტეტში აცხადებენ, ამ დროისთვის გერმანელი კონსტრუქტორები ტაძრის გუმბათის დროებითი გადახურვის მოწყობის დასკვნით სამუშაოებს აწარმოებენ.

„რამდენიმეკვირიანი შეფერხებები, რაც მასალის მოწოდებასთან იყო დაკავშირებული, უკვე აღმოფხვრილია და ტაძრის ერთიანი დროებითი გადახურვის მოწყობის ურთულესი, მასშტაბური სამუშაოები მიმდინარე კვირაში მთლიანად დასრულდება“, — აღნიშნულია კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გელათის კომპლექსის რეაბილიტაცია საპატრიარქომ 2023 წლის 24 თებერვალს გადაიბარა. მაშინ ითქვა, რომ ეს კულტურის სამინისტროს ინიციატივა იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები