დღეს, რუსთაველზე საპროტესტო აქცია დაანონსდა. როგორც ექიმ გიორგი ჩახუნაშვილის შვილებმა ძმებმა პედიატრებმა სოციალურ ქსელში დაწერეს, აქცია 20:00 საათზე გაიმართება.
"დღეს საღამოს, რუსთაველზე 20:00 საათზე, გელოდებით ყველა თეთრხალათიანს და არათეთრხალათიანს, ვისთვისაც ე.წ. სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება არის უსამართლო!", - წერენ ისინი.
ცნობისთვის, დღეს 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს, დავით ჟღენტს, კონსტანტინე კოკაიას, ზაქრო ალბუთაშვილს, კახაბერ მჟავანაძესა და დავით სტურუას მოსამართლე გიორგი გელაშვილმა 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
ია დარახველიძე კი მოსამართლემ დამნაშავედ ცნო მხოლოდ ერთი - ჯგუფური ძალადობის მუხლით და მას 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მასზე ძებნა გამოცხადდა.

























