მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"GEM Fest 2019-ის ჩატარების თარიღი და ლოკაცია სექტემბრის ბოლოს გახდება ცნობილი"

5b9bcdf5a4757
BM.GE
14.09.18 20:00
733
ელექტრონული მუსიკის ფესტივალის ,,ჯემ ფესტ 2019“ - ის ჩატარების თარიღი და ლოკაცია სექტემბრის ბოლოს გახდება ცნობილი, - ამის შესახებ ფესტივალის ავტორმა გიორგი სიგუამ ,,საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, 27-28 სექტემბერს ჩატარდება პრესკონფერენცია, სადაც ამის შესახებ განაცხადებენ.

,,გვაქვს რამოდენიმე შემოთავაზება სხვადასხვა ლოკაციიდან, მათ შორის საზღვარგარეთიდან. ძალიან დიდი პოპულარობა მოიპოვა ,,ჯემ ფესტმა“ ამ ოთხ წელში, პრაქტიკულად მიღებული გვაქვს გადაწყვეტილება და ორ კვირაში პრესკონფერენციაზე დაანონსდება თარიღები და ლოკაცია. დამიჯერეთ ყველა იქნება სასიამოვნოდ გაოცებული, ყველა იქნება ამაყი და გახარებული“ - განაცხადა გიორგი სიგუამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები