GemFest-2018 ჩაიშალა და ფესტივალის დამფუძნებელი გიორგი სიგუა მათ, ვინც 9-12 აგვისტოს ღონისძიებებისთვის ბილეთები შეიძინეს, თანხის დაბრუნების 3 ვარიანტს სთავაზობს.
ამასთან, როგორც სიგუა აცხადებს, ფესტივალი 2019 წელს ჩატარდება და მისი მიზანია, GemFest პირველ კრიპტოფესტივალად აქციოს.
Bm.ge შეთავაზების ფესტივალის მენეჯმენტის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
"ჩვენ გთავაზობთ სამ მაქსიმალურად მოსახერხებელ ვარიანტს:
1. დაიბრუნოთ ბილეთში გადახდილი თანხა უკან. ამისთვის საჭიროა მითითებულ ფოსტაზე [email protected] ატვირთოთ ბილეთის ფოტო, მიუთითოთ თუ სად შეიძინეთ , თქვენი სახელი, გვარი და საბანკო მონაცემები, სად ჩაგერიცხოთ თანხა.
2. დაიტოვოთ ეს ბილეთი და მისი საშუალებით დაესწროთ ოთხივე ღონისძიებას იანვრიდან ოქტომბარმდე. ფოსტაზე [email protected] გამოაგზავნოთ ბილეთი, თქვენი საპასპორტო მონაცემები და მიუთითოთ, რომ გსურთ არ გაუქმდეს ბილეთი და იყოს ვარგისი მომავალ 4 ღონისძიებაზე.
3. გადაცვალოთ ბილეთი კრიპტოვალუტაზე და მიიღოთ 150 ლარის ექვივალენტი კოინები თქვენს საფულეზე , შეძლებთ გადაურიცხოთ სხვას, გაყიდოთ ან შეიძინოთ GEM FEST ის ბილეთბი, საკვები, სასმელები და აბსოლიტურად ყველაფერი, რაც ჩვენს ღონისძიებებზე გაიყიდება. კოინები იქნება ჩატვირთული სპეციალურ CASH-Less სამაჯურებში, ასევე მობილური აპლიკაციითაც შეძლებთ გადახდას. ამისათვის გამოაგზავნეთ ბილეთი ფოსტაზე [email protected]
ჩვენ კი მოგწერთ ინსტრუქციას, თუ როგორ გახსნათ საფულე და მიიღოთ კოინები.
გადაწყვეტილების მისაღებად და ბილეთების გამოსაგზავნად ბოლო ვადა არის 30 აგვისტო. ამის შემდეგ, მოხდება მიღებული განაცხადების დამუშავება, თანხების გაცემა (ერთი კვირის ვადაში) , ბილეთების გადაცვლა და კოინების ჩარიცხვა საფულეებზე", - აცხადებენ Gemfest-ის მენეჯმენტში.

























