მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“გემოვანი” გაფართოვდა - „გვსურს, 3 წელში პურის ბაზრის 3-დან 5%-მდე ავითვისოთ“

612a2d8928521
ლიკა გურაბანიძე
28.08.21 20:30
1133
“გემოვანი” გაფართოვდა. კომპანიამ თემქაზე 350 ათას დოლარად უძრავი ქონება შეიძინა, სადაც პურის მწარმოებელი ახალი ქარხანა მოაწყო.

კომპანია “გემოვანი” თავის ორ ბრენდს, “მზეთამზეს” და “ზიარის” სწორედ ახალ ქარხანაში აწარმოებს. პური ამ დრომდე ვარკეთილში კომპანიის მიერ იჯარით აღებულ ტერიტორიაზე იწარმოებოდა.

როგორც “გემოვანში” “სინერჯი კაპიტალის” („სინერჯი კაპიტალმა“ კომპანიის 40%-იანი წილი 2020 წელს შეიძინა) პარტნიორი მაია მარჯანიძე აღნიშნავს, ახალი ქარხანა არსებულზე 4-ჯერ დიდია.

“საწარმოო ფართიც ახალი ასორტიმენტის ხაზის განვითარების მეტ შესაძლებლობას იძლევა. 3-წლიანი გეგმა დავსახეთ, რომლის მიხედვითაც, ჩვენი მიზანი ბაზრის მსხვილი მოთამაშეებისთვის კონკურენციის გაწევა კი არა, ჯანსაღი ბრენდის პოპულარიზაციაა. სწორედ 3 წელიწადში გვსურს, რომ პურის ბაზრის 3-დან 5%-მდე ავითვისოთ, ხოლო არსებული წარმადობა ახალ ქარხანაში 10-ჯერ გავზარდოთ. ქარხანაში 40 ადამიანი უკვე დასაქმდა; სანამ წარმადობა არ გაიზრდება თანამშრომლების რაოდენობის ზრდას არ დავგეგმავთ. საწარმოო ხაზიც დროთა განმავლობაში მეტად ავტომატიზირებული უნდა გახდეს“, - აღნიშნა მაია მარჯანიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები