მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გემოვანი" პურის მასიურ წარმოებას გეგმავს

5b39abf99f3cf
მაია ბიწაძე
02.07.18 09:15
2690
კომპანია "გემოვანი" პურის მასიურ წარმოებას გეგმავს, რომელიც ისევ ქართული, ენდემური ჯიშის ხორბლისგან მიღებული ფქვილით იქნება დამზადებული. ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანიის დამფუძნებელმა, ოთარ ნაჭყებიამ განუცხადა. მისი განმარტებით, ოქტომბრიდან პურის წარმოებას ახალ საწარმოში გააგრძელებენ, რომელიც თბილისში აშენდა. ამჟამად "მზეთამზეს“ ბრენდით რამდენიმე დასახელების პური მზადდება, შემოდგომიდან კიდევ ერთი სახეობის, "დიკას" ფქვილისგან წარმოებული პური დაემატება.

"დიკა უძველესი ჯიშის ხორბალია და მაღალმთიან რეგიონებში მოდის. აქამდე ეს პროდუქტი არ გქვონდა, შემოდგომიდან კი ის ჩვენი სიახლე იქნება. ამჟამად პურს ორი ჯიშის ქართული ხორბლისგან ვამზადებთ, ესენია "ლომთაგორა“ და "წითელი დოლი“, "დიკა" კი მესამე სახეობა იქნება. ასევე გვაქვს ჭვავის პური. ახალ საწარმოში 10-ჯერ მეტი რაოდენობის პურს დავამზადებთ, შესაბამისად 10-ჯერ გავზრდით ფერმერებისგან ქართული ხორბლის ფქვილის მიღებას" - განაცხადა ოთარ ნაჭყებიამ.

კომპანია "გემოვანი" ბაზარზე 2015 წლიდან შემოვიდა და პურს მხოლოდ ქართული ჯიშის ხორბლისგან ამზადებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები