Gallup-ის ახალი კვლევის თანახმად, 14-დან 29 წლამდე ასაკის ახალგაზრდებში ხელოვნური ინტელექტის მიმართ სკეპტიციზმი იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიის მოხმარების მაჩვენებელი არ შემცირებულა, 2025 წლის შემდეგ მისი მოხმარების დრამატული ზრდა აღარ ფიქსირდება.
როგორც ჩანს, ახალგაზრდებში ტექნოლოგიის მიმართ ემოციური განწყობა მკვეთრად შეიცვალა. კვლევამ აჩვენა, რომ AI-ს მიმართ ენთუზიაზმი 14 პროცენტული პუნქტით შემცირდა, ხოლო იმედიანად განწყობილთა რაოდენობამ 9 პუნქტით იკლო. პარალელურად, 9 პროცენტული პუნქტით გაიზარდა აგრესიის მაჩვენებელი.
Gen Z თაობაში გამოკითხულთა 40% ტექნოლოგიის ფართო დანერგვის გამო შფოთვას გამოხატავს. აღსანიშნავია, რომ სკეპტიციზმი იმ მომხმარებლებშიც შეიმჩნევა, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტს ყოველდღიურად იყენებენ. კლებულობს იმ ადამიანების ნდობაც, რომლებსაც სჯეროდათ, რომ AI სწავლის პროცესსა და სამუშაოს შესრულებას აჩქარებს.
ანალიტიკოსების შეფასებითმ ნეგატიური ტენდენცია დიდწილად შრომის ბაზარზე არსებულმა ვითარებამ განაპირობა. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ რუტინული დავალებების ავტომატიზაციამ დამწყები სპეციალისტების ვაკანსიების შემცირება გამოიწვია. თავისი არსით, ჯუნიორ როლების გაქრობა ყველაზე დიდ პრობლემას Gen Z-სთვის წარმოადგენს, რომელიც სამუშაო ძალაში სწორედ ახლა ერთვება.
ცნობისთვის, Gallup-ის მიერ გამოკითხული რესპონდენტების 69% აცხადებს, რომ ადამიანის მიერ შესრულებულ სამუშაოს უფრო მეტად ენდობა, ვიდრე ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულ საქმეს.




























