მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გენადი არველაძემ ვმო-ს წევრებს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების მიმდინარეობა გააცნო

5ca20ca5a175a
თელარა გელანტია
01.04.19 17:31
378
2019 წლის 1 აპრილს შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის შტაბბინაში საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთახმებისა და საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ფაქტობრივი პრეზენტაციები გაიმართა.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს თითოეული შეთანხმების ცალკეული ასპექტები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ გააცნო.

მან ასევე გაამახვილა ყურადღება იმ ახალი შესაძლებლობების შესახებ, რომელიც წარმოიქმნა საქართველოსა და EFTA-ს ქვეყნებს და საქართველო - ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებებით განსაზღვრულმა დებულებების შედეგად.

შეხვედრის ფარგლებში გენადი არველაძემ ასევე ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მიერ შეთანხმებებთან დაკავშირებულ კითხვებს უპასუხა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები