მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

General Motors-მა 1,000 თანამშრომელი გაათავისუფლა და ისინი რობოტებით ჩაანაცვლა

gm

ამერიკულმა საავტომობილო კონცერნმა, General Motors-მა მიჩიგანის შტატში მდებარე ქარხანა Factory Zero-ში 1000-ზე მეტი თანამშრომელი სამუშაოდან გაათავისუფლა, კონვეიერულ ხაზზე კი 50 კოლაბორაციული რობოტი დაამონტაჟა, რომლებმაც ადამიანები სრულად ჩაანაცვლეს, რაც პროფესიული კავშირების მკაცრი პროტესტის მიზეზი გახდა.

როგორც ირკვევა, საწარმოო ხაზზე რობოტები იმ მუშების გვერდით დამონტაჟდა, რომლებიც ავტომობილის ძარაზე პანელების დამაგრების ოპერაციებს ასრულებდნენ. არსებული ინფორმაციით, ავტომწარმოებლის მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება ელექტრომობილებზე მოთხოვნის მკვეთრ შემცირებას და ხარჯების ოპტიმიზაციის აუცილებლობას უკავშირდება.

ამასთან, კომპანიის ხელმძღვანელობა ირწმუნება, რომ წარმოების ავტომატიზაცია კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად აუცილებელი ნაბიჯია, რაც ქარხანაში უსაფრთხოების ნორმებსა და ერგონომიკას გააუმჯობესებს.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ 1980-იანი წლების შემდეგ ერთი ავტომობილის წარმოებისთვის საჭირო სამუშაო საათების რაოდენობა 50%-დან 70%-მდე შემცირდა, რაც ინდუსტრიაში რობოტების გამოჩენას უკავშირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები