მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

General Motors-მა 5,000 თანამშრომელი გაათავისუფლა

642e861f081b6
გიორგი თოლორდავა
06.04.23 12:45
682

ავტომობილების მწარმოებელმა მსხვილმა ამერიკულმა კომპანიამ, General Motors-მა სამსახურიდან 5,000-მდე თანამშრომელი გაათავისუფლა, აქედან გათავისუფლებულია 500-მდე მაღალი თანამდებობის პირი, მათ შორის, მენეჯერები და დეპარტამენტების ხელმძღვანელები.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, თანამშრომლების რაოდენობის შემცირების მთავარი მიზანი ხარჯების 2 მილიარდი დოლარით შემცირება და ფინანსური შედეგების გაუმჯობესებაა.

გასული 2022 წელი კომპანიისთვის ნამდვილად არასახარბიელო აღმოჩნდა, GM-ის აქციების ღირებულება კი საფონდო ბირჟაზე თითქმის 13%-ითაა შემცირებული, რის გამოც ინვესტორები მოითხოვენ, რომ კომპანიის ხელმძღვანელობამ ხარჯები შეამციროს.

საერთო ჯამში, 2022 წელს GM-მა 157 მილიარდი დოლარის შემოსავლის მიღება შეძლო, მოგებამ კი თითქმის $10 მილიარდი შეადგინა. მოგების მარჟა წინა წელთან შედარებით 20%-ითაა შემცირებული, რაც სწორედ საოპერაციო ხარჯების ზრდამ განაპირობა.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები