ამერიკულმა ავტომწარმოებლმა General Motors Opel-ი და Vauxhall-ი გაყიდა. მან ხელშეკრულებას ხელი ფრანგულ საავტომობილო კომპანიასთან PSA მოაწერა. გარიგება 2.2 მილიარდ ევროდ არის შეფასებული.
Opel-სა და Vauxhall-ის საერთო შემოსავლებმა 2016 წელს 17.7 მილიარდი ევრო შეადგინა და გარიგების შედეგად, PSA სიდიდით მეორე საავტომობილო კომპანია გახდება, რომლის საბაზრო წილი ევროპაში 17% იქნება.
როგორც Opel-ის შემსყიდველი ფრანგული ბრენდი PSA-ის მფლობელი, კარლოს ტავარესი აცხადებს, ისინი ავტომობილების წარმოებაში ევროპის ჩემპიონები გახდებიან.
ის ფაქტი, რომ ავტომობილების Peugeot-სა და Citroen-ს მწარმოებელი PSA კორპორაცია General Motors-ის ევროპული ბიზნესის შესყიდვას აპირებდა, ჯერ კიდევ თებერვლის შუა რიცხვებში გახდა ცნობილი.
Bloomberg-ის ინფორმაციით, General Motors-ი ბრენდს Opel 90 წელი ფლობდა და მისი გაყიდვა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც Opel-მა კორპორაციას 2009 წლიდან 2016 წლის ჩათვლით 9 მილიარდი აშშ დოლარის დანაკარგი მოუტანა.

























