მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გენერალი ჰოჯესი: მომხდარით სარგებელს მხოლოდ კრემლი და ივანიშვილის უახლოესი წრე იღებს

6034be666bb65
BM.GE
23.02.21 12:41
1186
გენერალი ბენ ჰოჯესი, რომელიც ევროპაში აშშ-ის ძალების ყოფილი ხელმძღვანელია, დღეს დილით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში საპოლიციო ძალების შეჭრას და პარტიის თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებას გამოეხმაურა. ის წერს, რომ მომხდარი ერთმნიშვნელოვნად უკან გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს და მომხდარით სარგებელს მხოლოდ "კრემლი და ივანიშვილის უახლოესი წრე იღებენ".

"უზარმაზარი უკან გადადგმული ნაბიჯია საქართველოსთვის. ერთადერთი, ვინც მომხდარით სარგებელს იღებს, არის ხალხი კრემლში, ბატონი ბიძინა და მისი ხელის შემწყობების უახლოესი წრე. საქართველოსთვის კარგი ამაში არაფერია, განსაკუთრებით მომავალი თაობისთვის. იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი ბაიდენი ძლიერი იქნება ამაში. კრემლი უყურებს, რა ხდება".

ნიკა მელია დღეს, პარტიის ოფისში დააკავეს. სპეციალური დანიშნულების რაზმმა ოფისში წიწაკის სპრეი გაუშვა, რის შემდეგაც მელიას მხარდამჭერებმა წინააღმდეგობის გაწევა ვერ შეძლეს და სპეცრაზმმა მელია დააკავა.

მომხდარს საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მწვავე შეფასებები უკვე მოჰყვა. ისინი საქართველოს მთავრობას თავშეკავებისკენ და დემოკრატიის ერთგულებისკენ მოუწოდებენ. 




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები