მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გენერალური აუდიტორის პოსტზე ირაკლი მექვაბიშვილის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს

59ba7a5c0a83c
ელენე გოგბერაშვილი
14.09.17 16:44
872
გენერალური აუდიტორის პოსტზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ირაკლი მექვაბიშვილის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. მექვაბიშვილის განცხადებით,მისი ამ პოსტზე ყოფნოს შემთხვევაში უზრუნველყოფილი იქნება ის ოთხი პრინციპი,რაც არის ობიექტურობა პროფესიონალიზმო დამოუკიდებლობა და საჯაროობა. მან აქცენტი აფექტიანობის აუდიტის მიმართულების გაძლიერებაზე და აუდიტის სამსახურის რეკომენდაციების შესრულებაზე გააკეთა.

"აუდიტის სამიანობა იქნება უფრო პრევენციული ხასიათის ეს არ უნდა იყოს სადამსჯელო სტრუქტურა, თუმცა თუ შევხედავთ რომ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებთან გვაქვს საქმე იქნება მყისიერი რეაგირება. ჩვენ შევისწავლით ყველა იმ პროგრამას რომელზეც ფინანსდება ცენტრალური ბიუჯეტიდან თუ თვითმმართველი ერთეულიდან. რამდენად ეკონომიურად და ეფექტურად გაიხარჯა გადასახადის გადამხდელების მიერ მობილიზებული თანხები. ასევე მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება ჩვენი რეკომენდაციის შესრულებაზე რეაგირება. ეს მაჩვენებელი არ არის მაღალი. ვფიქრობთ, პარლამენტთან ერთად ჩვენ შევიმიშავებთ ისეთ მექანიზმს, რომ პარლამენტის კონტროლის ფუნქცია გაძლიერდეს", - განაცხადა ირაკლი მექვაბიშვილმა.

საკადო ცვლილებებთან დაკავშირებით მექვაბიშვილი აცხადებს, რომ ყველა კომპეტენტური და კვალიფიციური დარჩება აუდიტის სამსახურში, თუმცა აუცილებლობის შემთხვევაში არ გამორიცხავს დროთა განმავლობაში საკადრო გადაწყვეტილებები მიიღოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები