მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გენერატორების იმპორტი 18%-ით შემცირდა - სად ვყიდულობთ?

გენარატორი

2026 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ 5.07 მილიონი აშშ დოლარის ელექტრო გენერატორები შეიძინა, რაც გასული წლის საანგარიშო პერიოდის მონაცემებზე 18.4%-ით ნაკლებია.

აღსანიშნავია, რომ მთავარი იმპორტიორი ქვეყანა თურქეთია. ქვეყნების ჩამონათვალი კი, საიდანაც 6 თვეში საქართველომ ელექტრო გენერატორები იყიდა ასეთია:

  1. თურქეთი - 1.3 მლნ აშშ დოლარი;
  2. ჩინეთი - 1.1 მლნ აშშ დოლარი;
  3. საფრანგეთი - 865.6 ათასი აშშ დოლარი;
  4. გერმანია - 465.4 ათასი აშშ დოლარი;
  5. იტალია - 406.5 ათასი აშშ დოლარი.

რაც შეეხება გასული წლების სრულ მონაცემებს, ყველაზე მეტი 20.5 მლნ აშშ დოლარის ელექტრული ძრავის გენერატორები საქართველომ 2014 წელს შეიძინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები