მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გენგეგმა: 2030 წლისთვის კომერციულ ფართებზე მოთხოვნა 443 ჰექტარს შეადგენს

598092152cde0
დავით ჯალაღონია
01.08.17 18:36
1003
თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა კომერციული ფუქნციის სივრცეებზე გრძელვადიან პროგნოზს აკეთებს. დოკუმენტის მიხედვით, 2030 წლისთვის საერთო მოთხოვნა მიწაზე ამ სფეროში სავარაუდოდ 443 ჰექტარი იქნება, საიდანაც ყველაზე მაღალი წილი - 395 ჰექტარი, ინდუსტრიული უძრავი ქონებისთვისაა გათვალისწინებული.

უფრო დეტალური საპროგნოზო მაჩვენებლები კი ასეთია: საოფისე ფართებზე მოთხოვნა 7.6 ჰა-ს მიაღწევს, საცალო ვაჭრობის სექტორში - 34.7 ჰექტარი იქნება, საიდანაც სუპერმარკეტების წილი 24.8 ჰა, ტანსაცმლის მაღაზიების - 2.6, ელექტროტექნიკის მაღაზიების - 0.4, ავეჯის მაღაზიების - 3.5, სხვა მიმართულებებისთვის კი 3.4 ჰექტარია. რაც შეეხება სასტუმროებს, 2030 წლისთვის ამ მიმართულების განვითარებისთვის კერძო სექტორს საერთო ჯამში, თბილისში სავარაუდოდ 6.1 ჰექტარი მიწა დასჭირდება.

აქვე საუბარია იმ მეთოდოლოგიაზე, რომელიც გენერალური გეგმის ავტორებმა აღნიშნული საპროგნოზო მაჩვენებლების დასათვლელად გამოიყენეს. დოკუმენტის მიხედვით, დაანგარიშდა არსებული მდგომარეობით ერთ თანამშრომელზე მოსული საშუალო ფართი და შეფასდა თბილისის ინდუსტრიულ და საოფისე სექტორებში საერთო დასაქმების მიმდინარე მონაცემები და მათი მოსალოდნელი განვითარებები. სასტუმროების განვითარებისათვის საჭირო ფართებზე ტერიტორიული მოთხოვნა კი არსებულ და საპროგნოზო ტურისტული ღამისთევების რაოდენობაზე დაყრდნობით გამოითვლება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები