მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გენგეგმა მერიას ახალ საპარკინგე ადგილებს და რანჟირებულ გადასახადს სთავაზობს

5982b7747869b
დავით ჯალაღონია
03.08.17 09:39
1246
თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა მერიას პარკირების რამდენიმე ადგილს სთავაზობს. როგორც „საქმის კურსს“ გენგეგმის ერთ-ერთმა ავტორმა მერაბ ბოლქვაძემ განუცხადა, ქალაქმგეგმარებლების მიერ შერჩეულ ტერიტორიებზე პარკირების ადგილების მოწყობამდე, რანჟირებული გადასახადის დაწესებაა საჭირო.

"რამდენიმე ადგილი გვაქვს მონიშნული, სადაც შესაძლებელია მიწისქვეშა პარკირების მოწყობა. ერთი ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზეა, მეორე - სასტუმრო „რადისონის“ არეალში, მიწისქვეშა სისტემა და ასევე - ვერის ბაღის ტერიტორიაზე, სანაპიროს მხრიდან, სადაც მიწისქვეშა პარკირების მოწყობით ფილარმონიისა და მიმდებარე ტერიტორიებთან დაკავშირებაა შესაძლებელი. თუმცა ვიდრე პარკირების ადგილები დაზუსტდება, აუცილებელია რანჟირებული გადასახადების შემოღება - მაგალითად, რუსთაველისა და აღმაშენებლის გამზირებზე სხვა ფასი უნდა იყოს, დიდ დიღომსა და გლდანში - სხვა. ეს ნაბიჯი გამოავლენს, სად არის კარგი ადგილი პარკირების მოსაწყობად“, - განმარტა ბოლქვაძემ.

რაც შეეხება თბილისში ზოგადად სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგებას, მერაბ ბოქლვაძის განმარტებით, უახლოეს პერიოდში მერიას შეუძლია, თბილისში რამდენიმე გრძივი და განივი კავშირის დაგეგმვა. მისი აზრით, კახეთის გზატკეცილი თბილისში შემოსვლის შემდეგ ქალაქის მთელ სიგრძეზე უნდა გაგრძელდეს, ასევე საჭიროა, ფონიჭალაში რუსთავიდან შემოსვლისთანავე მტკვარზე ხიდის აგება და დიდუბის რაიონში, სამტრედიის ქუჩასთან მარცხენა სანაპიროს ხიდით დაკავშირება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები