არქიტექტურისა და ურბანული დიზაინის ბრიტანული კომპანია Pilbrow & Partners დედაქალაქის მერიას გენგეგმასთან დაკავშირებით კონსულტაციებს გაუწევს. ამის შესახებ BMG-ს Pilbrow & Partners-ის ურბანული განვითარების ხელმძღვანელმა გორანა შეპერდმა განუცხადა. მიმდინარე კვირაში შეპერდს და მის პარტნიორებს უკვე ჰქონდათ შეხვედრა მერის მოადგილესთან სადაც თანამშრომლობის დეტალებზე იყო საუბარი.
„ საუბარია თბილისში ერთერთი სარეკრეაციო ზონის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დაგეგმარებაზე, თუმცა ამ ეტაპზე მეტი დეტალის შესახებ ვერ გეტყვით, რადგან ჯერჯერობით შეთანხმების პროცესში ვართ მერიასთან“ - განაცხადა გორანა შეპარდმა.
ბრიტანულ Pilbrow & Partners-ს საერთაშორისო ბაზარზე პოზიციონირების 5 წლიანი გამოცდილება აქვს და ამ ეტაპზე მათი საქმიანობა მეტწილად კავკასიის რეგიონზე, ყაზახეთზე, რუსეთსა და ახლო აღმოსავლეთზე ვრცელდება. Pilbrow & Partners-ის წარმომადგენლები საქართველოში ბრიტანეთიდან სავაჭრო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში ჩამოვიდნენ და ვიზიტის ფარგლებში როგორც საჯარო ისე კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.