მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"გენგეგმის არსებული ვერსიის შესრულება 100%-ით შეუძლებელია"

5abd06f799c59
BM.GE
29.03.18 19:30
754
თბილისის ვიცე-მერს ირაკლი ხმალაძეს გენერალური გეგმის არსებული ვერსიის შესრულება 100%-ით შეუძლებლად მიაჩნია. ასე გამოეხმაურა ხმალაძე საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში გენგეგმის მასალების პრეზენტაციაზე, "ნაციონალური მოძრაობიდან" საკრებულოს წევრის ლევან ხაბეიშვილის განცხადებას. ხაბეიშვილმა მერიას გენგეგმის შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილების დროულად მიღებისკენ მოუწოდა.

"ან მზად ხართ ამ დოკუმენტის მისაღებად, ან ისე აგრძელებთ, როგორც წინა და იმის წინა მერი აგრძელებდნენ. დედაქალაქს გენერალური გეგმა და ამისთვის თბილისის მთავრობისგან პოლიტიკური ნება სჭირდება", - განაცხადა ხაბეიშვილმა.

დეპუტატის საპასუხოდ ხმალაძემ აღნიშნა, რომ თბილისისთვის პრაქტიკული გეგმაა მნიშვნელოვანი.

"ჩვენ ისეთი გენგეგმა უნდა მივიღოთ, რომელიც სრულყოფილი და შესრულებადი იქნება. მოცემულ შემთხვევაში დოკუმენტის შესრულება 100%-ით შეუძლებლად მიგვაჩნია. ერთადერთი, რაც ამ დოკუმენტს არ სჭირდება, ეს არის თქვენი პოლიტიკური ანგაჟირება. დღეს ჩვენი აქ ყოფნა იმაზე მიუთითებს, რომ კონსტრუქციულები ვართ. ქალაქს კარგი, ღირსეული გენგეგმა სჭირდება, რასაც აუცილებლად მივაღწევთ", - უპასუხა ხმალაძემ ხაბეიშვილს.

შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, მერია საბოლოო პოზიციას 2 აპრილს დააფიქსირებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები