გენ.გეგმის ჯგუფის განცხადებით, მერიას მათგან პრეზენტაცია არ მოუსმენია. სითი ინსტიტუტის თქმით, მერიამ მათი ნაშრომის წინააღმდეგ უსუსური მაგალითები მოიყვანა.
„გულწრფელად რომ გითხათ, ვფიქრობ საიდან დავიწყოთ, კონკრეტულად რას ვუპასუხოთ. მერიამ 2-3 დღეში გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და არ მოუსმენია ავტორთა ჯგუფის პრეზენტაცია. თუმცა ბრძანა რომ ყველაფერი იცის. 5 დღის წინ მერიის თხოვნით, ჩვენ ჩამოვიყვანეთ უცხოელი სპეციალისტები, მაღალი რანგის სპეციალისტები. შეთანხმებული იყო მერიასთან გამოფენა, შეხვედრა. ისინი ჩამოვიდნენ, რათა ეთქვათ, სადამდე მიდის გენ.გეგმა და რეგულირების გეგმა. ძალიან ვწუხვარ ამაზე, მაგრამ იქ არ მობრძანდნენ. უსამართლობა დავარქვა თუ გაუგებრობა არ ვიცი. გაკვირვებულები წავიდნენ ისინი, რომ თქვენთვის ჩამოვიდნენ და არავინ მობრძანდით. გენერალური გეგმა უმთავრესი დოკუმენტია, მაგრამ მას მოჰყვება რეგულირების გეგმები არც ერთი დასავლური ქალაქი ასე არ ვითარდება. რეგულირების გეგმა განაშენიანებას კი არ ნიშნავს. არასამართლიანია ეს პოლემიკა. უსუსური მაგალითები გვაჩვენეს. მობრძანებულიყავით იქ და მოგასმენინებდით რა არის და როგორ“ - განაცხადა მერაბ ბოლქვაძემ.

























