მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გენპროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილმა თანამდებობა დატოვა

ნათია მერებაშვილი

საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ, ნათია მერებაშვილმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაცია ამის შესახებ თავდაპირველად "ტვ პირველმა" გაავრცელა. მოგვიანებით კი, პროკურატურამ "რადიო თავისუფლებას" დაუდასტურა.

გავრცელებული ინფორმაციით, ნათია მერებაშვილმა თანამდებობის დატოვების მიზეზად რეჟიმის ანტიდემოკრატიული და რეპრესიული პოლიტიკა დაასახელა და თანამშრომლებს დაემშვიდობა.

ნათია მერებაშვილი გენერალური პროკურორის მოადგილედ 2020 წლის მარტში დაინიშნა. ის ბოლო 17 წლის განმავლობაში პროკურატურაში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები