"გეო ფლაუერმა“ წელს 850 ტონა ხილის ჩირი და სამკურნალო მცენარე დაამზადა, რომელიც გერმანიაში, პოლონეთსა და თურქეთში გაიყიდა.
როგორც კომპანიის დამფუძნებელმა გოჩა ძნელაძემ Bm.ge-ს განუცხადა, ამისთვის ,,გეო ფლაუერმა“ წლევანდელ სეზონზე 4600 ტონა ნედლეული გადაამუშავა.
კომპანია კიდევ ერთი ახალი ბაზრის ათვისებას გეგმავს, კერძოდ, პროდუქციას რუსეთშიც გაიტანს.
კომპანია გასულ წელს მნიშვნელოვნად გაფართოვდა, გაიხსნა ახალი მიმღები პუნქტი და საკომუნიკაციო ცენტრი ონში, სადაც მოსახალეობისგან ყველა სახის ხილს და კენკრას იბარებენ; ასევე აამუშავეს ახალი საწარმო ახალციხეში, სადაც ველური მცენარეების მიღება და გადამუშავება ხდება.
ხილი, რომლისგანაც ჩირს ამზადებენ, ორგანულია და ბიოსერტიფიცირებულია.
"გეო ფლაუერის“ ქარხანა ამბროლაურში 2 000 წლიდან ფუნქციონირებს. კომპანია ISO სერთიფიკატის მფლობელია.