ფეხბურთში ვეტერანთა დაპირისპირება უკვე ტრადიციული, დამკვიდრებული პრაქტიკაა და ასეთი ტიპის მატჩები ძირითადად სპორტსმენის გასაცილებლად ან საქველმოქმედო მიზნით ეწყობა. საქართველო ამ მხრივ განებივრებული არ არის და ასეთი ტიპის ჯამში 5 თამაში ჩატარებულა. უკანასკნელად კი სულ ახლახანს, 7 მარტს ბათუმის აჭარაბეთ არენამ GEO11-ისა და Inter Forever-ის ურთიერთშეხვედრას უმასპინძლა, რომელიც მილანელების გამარჯვებით, ანგარიშით 0-2 დასრულდა. საქართველოში ინტერის უდიდესმა ლეგენდებმა მოიყარეს თავი და მათ ფონზე გამორჩეული, პორტუგალიელი ოქროს ბურთის მფლობელი ლუიშ ფიგუ იყო, რომელიც თავად გახდა ორივე გოლის ავტორი.