მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Geocell-ის მოთხოვნით კომუნიკაციების კომისიამ აუქციონზე 24 მილიონიანი ლიცენზია გამოიტანა

5b3e041365bbc
თამუნა დემეტრაშვილი
05.07.18 15:41
549
კომუნიკაციების კომისიამ 800 მეგაჰერც სიხშირულ დიაპაზონში აუქციონი გამოაცხადა. სიხშირის შეძენით Geocell არის დაინტერესებული და აუქციონიც სწორედ მათი მოთხოვნის საფუძველზე გამოცხადდა.

ლიცენზიის საწყისი ფასი 24.1 მლნ ლარია. აუქციონი კი 21 აგვისტოს გამართება, აღნიშნული სიხშირე კომპანიას ინტერნეტ და სატელეფონო სერვისების განვითარებისთვის სჭირდება. ჯერჯერობით უცნობია მიიღებენ, თუ არა, მონაწილეობას აუქციონში ჯეოსელის კონკურენტები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები