მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Georgia Capital-ი ₾1.3 მილიონად თეკუნა გაჩეჩილაძის რესტორნების ქსელის 50%-იანი მეწილე გახდა

5e5b6008ecf7f
შოთა ტყეშელაშვილი
01.03.20 10:48
12769
საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო ჰოლდინგი "საქართველოს კაპიტალი" სარესტორნო ბიზნესშიც შევიდა. ამის შესახებ ლონდონის საფონდო ბირჟაზე დალისტული კომპანიის 2019 წლის საქმიანობის ანგარიშიდან ხდება ცნობილი. 

დოკუმენტის მიხედვით, "საქართველოს კაპიტალის" შვილობილი კომპანია, რომელიც ტურიზმის სფეროში საქმიანობს 
ცნობილი შეფ- მზარეულის თეკუნა გაჩეჩილაძის 4 რესტორნის პარტნიორი გახდა.

"საქართველოს კაპიტალმა" წლიურ ანგარიშში აღნიშნა, რომ 2019 წლის დეკემბერში მათი სტუმარ-მასპინძლობის ბიზნესი თეკუნა გაჩეჩილაძის 4 რესტორნის 50%-იან პარტნიორად შევიდა.

გარიგების მთლიანი ღირებულება 1.3 მილიონი ლარია.

"საქართველოს კაპიტალის" ანგარიშში ნათქვამია, რომ 2019 წლის აგვისტოშუ ჯგუფმა 16 მილიონ ლარად "ალავერდის მეღვინეობა" შეიძინა, ხოლო 2019 თებერვალში კი $3.6 მილიონად მათ ლუდი ყაზბეგის ბრენდი შეიძინეს. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები