მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Georgia Capital უძრავი ქონების ჰოლდინგს ქმნის, რომელსაც ირაკლი ბურდილაძე უხელმძღვანელებს

5dc3f0eca3591
ანუკა ჯოხაძე
07.11.19 14:26
3886
Georgia Capital უძრავი ქონების ახალ ჰოლდინგს ქმნის, რომელსაც ირაკლი ბურდილაძე უხელმძღვანელებს. 

ახალი ჰოლდინგის სახელწოდება Georgia Real Estate Holding-ია, რომელიც თავის თავში გააერთიანებს როგორც M2 ჯგუფს(რომლის შემადგენლობაშიც იქნება M2 და სამშენებლო კომპანია BK CONSTRACTION), ასევე სასტუმროებისა და კომერციული ქონების ბიზნესის მიმართულებას, რომელიც ბაზარზე Amber Group-ის სახელით იპოზიციონირებს. 

Amber Group ამ ბრენდის ქვეშ 6 სასტუმროს გახსნას აპირებს. Georgia Capital-ი კი მომავალი 5 წლის განმავლობაში ტურიზმის მიმართულებით მთლიანობაში 540 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირებას გეგმავს.

ირაკლი ბურდილაძე აქამდე M2 Group-ის გენერალური დირექტორის პოსტს იკავებდა, რომელიც m2 group-ის მმართველმა პარტნიორმა და მშენებლობის მენეჯმენტის ხელმძღვანელმა შოთა ბერეკაშვილმა ჩაანაცვლა.

“საქართველოს კაპიტალმა, ჩვენმა მფლობელმა კომპანიამ, გადაწყვიტა დააფუძნოს საქართველოს უძრავი ქონება (Georgia Real Estate Holding), რომელიც თავისთავში გააერთიანებს როგორც M2-ის ჯგუფს, სადაც შევა უშუალოდ M2 და სამშენებლო კომპანია BK CONSTRACTION-ი, ისე ტურიზმისა და სასტუმროების მიმართულება. ასევე ჰოლდინგის შემადგენლობაში შევა კომერციული ქონებების განვითარება. ტურიზმის და სასტუმროების მიმართულებით ჩვენ განვაცხადეთ, ახალი ბრენდის Amber Group-ის ჩამოყალიბების შესახებ. Amber Group ეს არის ბრენდი, რომელიც ფოკუსირებული იქნება ქართული კულინარიის, მეღვინეობის ქართული ტრადიციის პოპულარიზაციაზე საერთაშორისო მასშტაბით და მაღამსყიდველუნარიანი ტურისტების მოზიდვაზე ჩვენს ქვეყანაში,”-აცხადებს Georgia Real Estate Holding-ის გენერალური დირექტორი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები