მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Georgia Global Utilities-მა თიბისი კაპიტალის დახმარებით, ირლანდიის საფონდო ბირჟაზე $250 მილიონის მწვანე ობლიგაციები განათავსა

5f1ffb6e121ea
BM.GE
28.07.20 14:16
806
საინვესტიციო კომპანია „საქართველოს კაპიტალის“ ჰოლდინგურმა კომპანიამ - „Georgia Global Utilities“ (რომელიც მართავს წყლის, წყალარინებისა და ენერგეტიკულ აქტივებს), თიბისი კაპიტალის დახმარებით, ირლანდიის საფონდო ბირჟაზე 250 მლნ დოლარის საერთაშორისო მწვანე ობლიგაციები განათავსა. ეს საქართველოდან განთავსებული პირველი მწვანე ობლიგაციაა.

ობლიგაციების სარგებელი 7.75%-ს შეადგენს, ვადა კი 5 წელია. ობლიგაციები Fitch-ისგან B+ (სტაბილური) რეიტინგით, S&P-სგან კი B (პოზიტიური) რეიტინგით შეფასდა. ისინი ნომინალურ ფასად გაიცემა და გაიყიდება, მიღებული სახსრები კი GGU-ს არსებული საკრედიტო პორტფელის რეფინანსირებას, ასევე წყალმომარაგებისა და სანიტარულ სექტორში კაპიტალური ხარჯების დაფინანსებას მოხმარდება.

აღნიშნული ტრანზაქციის განთავსების წამყვანი აგენტია J.P. Morgan-ი, თანამმართველი კი - თიბისი კაპიტალი. გარიგებაში J.P. Morgan-ისა და GGU-ს იურიდიულ მრჩეველებს Freshfields Bruckhaus Deringer LLP და Baker & McKenzie LLP წარმოადგენდნენ. ობლიგაციების ემისია მხარდაჭერილია შემდეგი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ: Deutsche Investitions und Entwicklungsgesellschaft mbH (DEG), the Netherlands Development Finance Company (FMO) და Asian Development Bank (ADB).

„მოხარული ვარ, განვაცხადო, GGU-ს წარმატების შესახებ. ეს არის პირველი მწვანე ობლიგაციები საქართველოდან. გარიგებამ ინვესტორების მხრიდან ძალიან დიდი დაინტერესება გამოიწვია. ობლიგაციების გამოშვება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს GGU-ს ფინანსურ პროფილს და ლიკვიდობას, ამასთანავე ხელს უწყობს ბიზნესის ჯანსაღ განვითარებას. მე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს დიდი ხნის საერთაშორისო პარტნიორებს - გერმანიის განვითარების ბანკს (DEG) და ნიდერლანდების განვითარების ფინანსურ კომპანიას (FMO), ისინი აზიის განვითარების ბანკთან (ADB) ერთად ჩვენი წამყვანი ინვესტორები გახდნენ, ასევე ვულოცავ GGU-ს მთელ გუნდს ამ წარმატებას“, - საქართველოს კაპიტალის გენერალური დირექტორი ირაკლი გილაური.

აღნიშნული ემისია თიბისი კაპიტალის მიერ ბოლო 2 წლის განმავლობაში განთავსებული მეოთხე ევროობლიგაციაა.
„მოხარულები ვართ, რომ კიდევ ერთი ევროობლიგაციის განთავსება მოხდა საქართველოდან, რაც კიდევ უფრო აღსანიშნავია მსოფლიოში არსებული სირთულეებისა და გამოწვევების გათვალისწინებით. ტრანზაქციას თიბისი კაპიტალის ინვესტორთა ბაზიდან დადებითი გამოხმაურება და ინტერესი მოჰყვა, რაც მოთხოვნითაც აისახა. მნიშვნელოვანია, რომ გარდა ადგილობრივი ტრანზაქციებისა, ბოლო წლების განმავლობაში, თიბისი კაპიტალი აქტიურად არის ჩართული საქართველოდან განხორციელებული ევრობონდების განთავსებაში, რაც ქვეყანაში უცხოური კაპიტალის მოზიდვისთვის ერთ-ერთი მთავარი წყაროა“, - აცხადებს თიბისის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე.
NS

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები