მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Georgia Instagramers Tour - ინსტაგრამის ბლოგერებმა საქართველოში პროექტი დაიწყეს

573b0bfa8bf46
BM.GE
17.05.16 16:16
1491
"Georgia Instagramers Tour“ ამ სახელწოდებით ინსტაგრამის ბლოგერებმა საქართველოში პროექტი დაიწყეს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით და ავიაკომპანია Yanair–ის მხარდაჭერით 10 საუკეთესო უკრაინელი ინსტაგრამ ბლოგერი საქართველოს ეწვია.

ბლოგერებმა უკვე იმოგზაურეს აჭარაში, სამეგრელოსა და სვანეთში, გაეცნენ საქართველოს ტურისტულ მიმართულებებს. მცხეთაში ბლოგერებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ უმასპინძლა. პროექტ "Georgia Instagramers Tour"-ის ფარგლებში კონკურსი ტარდება, მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია სოციალური ქსელის facebook-ის და Instagram-ის "Georgia and Travel" გვერდის გამოწერა. კონკურსის ყველა მონაწილეს მიეცემა თემატური დავალება, ფინალში გასული 5 საუკეთესო სურათის ავტორიდან, მოწონებების სიმრავლის მიხედვით გამოვლინდება გამარჯვებული.

იანვარ–აპრილის პერიოდში წელს უკრაინიდან საქართველოს 40 ათასზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 22%–ით მეტია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები