მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Georgian Airways აეროპორტის ტერიტორიაზე საპროტესტო აქციას აანონსებს

5b1687a5e0472
BM.GE
05.06.18 16:51
26497
Georgian Airways საპროტესტო აქციებს აანონსებს. განცხადებას ავიაკომპანია თავის ოფიციალურ facebook გვერდზე ავრცელებს:

„მოგეხსენებათ რომ ჩვენ უკვე წელიწადზე მეტია ვცდილობთ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მმართველ თურქულ კომპანიასთან, "ტავ ურბან ჯორჯიასთან" მოლაპარაკებას ავიაბილეთების ფასების გაიაფებასთან დაკავშირებით, რამაც, შედეგი არ გამოიღო.

სამწუხაროდ, სხვა გზა არ დაგვრჩა და იძულებულები ვართ გთხოვოთ გვერდში დგომა რომ ვაიძულოთ "ტავ ურბან ჯორჯია" გავიდეს საქართველოდან, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი გააგრძელებენ ჩვენი აეროპორტების მართვას მინიმუმ 2027 წლამდე.

აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარე კვირის ბოლოს ვგეგმავთ საპროტესტო აქციის გამართვას თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე და მოგიწოდებთ თანადგომისაკენ.

დეტალურ ინფორმაციას უახლოეს პერიოდში მოგაწვდით“, - ნათქვამია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები