მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Georgian Airways ამსტერდამსა და ვენაში ჩარტერულ რეისებს შეასრულებს - განრიგი

5f196d9690902
BM.GE
23.07.20 14:58
1385
ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი ამსტერდამისა და ვენის მიმართულებით ჩარტერული რეისების განხორციელებას აგვისტოშიც გააგრძელებს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარდგენილი განაცხადის მიხედვით, ავიაკომპანია ჩარტერული ფრენების შესრულებას შემდეგი განრიგით გეგმავს:

• 1 აგვისტო, თბილისი - ამსტერდამი - თბილისი (გაფრენა 06:50, მოფრენა 17:15);
• 2 აგვისტო, თბილისი - ვენა - თბილისი (გაფრენა 16:30, მოფრენა 00:10);
• 3 აგვისტო, თბილისი - ამსტერდამი - თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15);
• 8 აგვისტო, თბილისი - ამსტერდამი - თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15);
• 9 აგვისტო, თბილისი - ვენა - თბილისი (გაფრენა 16:30, მოფრენა 00:10);
• 10 აგვისტო, თბილისი - ამსტერდამი - თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15);
• 15 აგვისტო, თბილისი - ამსტერდამი - თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15);
• 17 აგვისტო, თბილისი - ამსტერდამი - თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15);
• 22 აგვისტო, თბილისი - ამსტერდამი - თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15);
• 23 აგვისტო, თბილისი - ვენა - თბილისი (გაფრენა 16:30, მოფრენა 00:10);
• 29 აგვისტო, თბილისი - ამსტერდამი - თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15);
• 31 აგვისტო, თბილისი - ამსტერდამი - თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15);

ავიარეისები Boeing B737-800 და Embraer E195 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას აღნიშნულ საჰაერო ხაზებზე ჩარტერული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა დღეს, 23 ივლისს მიენიჭა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები