მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"Georgian Airways" ბათუმი-თელ ავივის მიმართულებით ფრენის სიხშირეს ამატებს

5b50422ad70e1
BM.GE
19.07.18 11:47
688
ქართული ავიაკომპანია “Georgian Airways” ბათუმი - თელ ავივი - ბათუმის მიმართულებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლის სიხშირეს ზრდის. 7 აგვისტოდან ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე (ოქტომბრის ბოლო კვირა), რეისები აღნიშნულ მიმართულებაზე კვირაში 2 სიხშირის ნაცვლად, 3 სიხშირით, ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათსა და კვირას შესრულდება. ფრენები Boeing B737-ის, Embraer E190-ის და Bombardier CL600 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, დამატებითი სიხშირით ოპერირების ნებართვა “Georgian Airways”-ს 16 ივლისს მიენიჭა.

“Georgian Airways”-ის გარდა, ბათუმსა და თელ ავივს შორის რეგულარულ რესიებს ავიაკომპანიები “Arkia”, “Israir” და “EL AL Israel Airlines” ახორციელებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები