მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Georgian Airways ევროპულ მიმართულებებზე ფრენის სიხშირეებს ზრდის

5c98b41135700
თელარა გელანტია
25.03.19 15:00
703
2019 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში, ქართული ავიაკომპანია Georgian Airways ევროპულ მიმართულებებზე რეგულარულ რეისებს გაზრდილი სიხშირით შეასრულებს.

ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

ფრენის სიხშირის მომატება თბილისი - ამსტერდამი - თბილისის, თბილისი - ვენა - თბილისის, თბილისი - ბოლონია - თბილისის, თბილისი - ბარსელონა - თბილისის, თბილისი - ბრიუსელი - თბილისისა და თბილისი - პრაღა - თბილისის საჰაერო ხაზებს შეეხებათ.

რეგულარული რეისები თითოეული მიმართულებით, კვირაში 3 სიხშირით განხორციელდება. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ავიაკომპანია აღნიშნულ საჰაერო ხაზებზე კვირაში 2 სიხშირით ოპერირებდა.

ამასთან, ავიაკომპანია Georgian Airways განაახლებს რეგულარულ რეისებს ბათუმიდან მოსკოვის მიმართულებით და ფრენებს 7 ივნისიდან 26 ოქტომბრამდე კვირაში 1 სიხშირით (პარასკევი) შეასრულებს.

ფრენები Boeing B737, Embraer E190 და E195 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ Georgian Airways-ს ზემოთ აღნიშნულ საჰაერო ხაზებზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 2019 წლის 21 მარტს მიენიჭა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები