მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Georgian Airways-ი ბათუმი მოსკოვის მიმართულებით იწყებს ფრენებს - რა ეღირება ბილეთი?

Georgian Airways

Georgian Airways-ი ბათუმიდან მოსკოვის მიმართულებით ფრენებს იწყებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ფრენები 25 ივნისიდან სამშაბათს, ხუთშაბათს, შაბათს და კვირას შესრულდება.

ქართულმა ავიაკომპანიამ ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო. ამ დროისთვის 25 ივნისის რეისზე ერთი გზა ბილეთის ფასი 753 ლარი ღირს, თუმცა ივლისსა და აგვისტოში ბილეთის ფასი ათას ლარსაც კი აჭარბებს.

აღსანიშნავია, რომ ასევე 25 ივნისიდან Georgian Airways-ი თბილისი-ბათუმის მიმართულებითაც გეგმავს ფრენების დაწყებას. ფრენები კვირაში ოთხი სიხშირით უნდა შესრულდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები