მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Georgian Airways-ი თბილისი-მოსკოვის რეისზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

58f491dd16768
BM.GE
17.04.17 13:57
1847
კომპანია Georgian Airways-ი თბილისი-მოსკოვის რეისზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. კომპანიის ინფორმაციით, გუშინ, მოსკოვში ჩაფრენის შემდეგ, თვითმფრინავი სავალი ბილიკიდან გადავიდა, თუმცა არავითარ საფრთხეს ეს ინციდენტი მგზავრებისთვის არ წარმოადგენდა.

„გუშინ, თბილისი-მოსკოვის რეისზე, მოსკოვში ჩაფრენის შემდეგ, თვითმფრინავი მიემართებოდა სავალი ბილიკიდან სადგომისკენ. სვლის დროს მოსახვევში მარჯვენა ბორბლით გადავიდა სავალი ბილიკიდან გრუნტზე და გაჩერდა. მგზავრების გადაყვანის მიზნით იმავე ადგილზე მიადგეს ტრაპი და ავტობუსების მეშვეობით მგზავრები გადაიყვანეს ჩამოფრენილი მგზავრების ტერმინალში. არავითარ საფრთხეს ეს ინციდენტი მგზავრებისთვის არ წარმოადგენდა. ამის შემდეგ თვითმფრინავი გადაიყვანეს სადგომზე. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ამ წუთამდე მინდინარეობს შემოწმება, თუ რატომ მოხდა აღნიშნული ინციდენტი. მოსკოვიდან მომავალი მგზავრებისთვის თბილისიდან გუშინვე გაიგზავნა თვითმფრინავი და აღნიშნული მგზავრები თბილისში გუშინ გვიან ღამით დაბრუნდნენ“, - ნათქვამია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები