მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Georgian Airways ლიბანის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს

58b5a30baa7ce
BM.GE
28.02.17 20:16
1324
ქართული ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისი" თბილისი-ბეირუთი-თბილისი საჰაერო ხაზზე იწყებს ოპერირებას. ლიბანის დედაქალაქის მიმართულებით ფრენებს Georgian Airways ორი ჩარტერული რეისის (13 და 17 აპრილი 2017 წ.) განხორციელებით იწყებს, ივნისიდან კი ავიაკომპანია მრავალჯერად ჩარტერულ რეისებს ყოველ კვირას შეასრულებს. ფრენები თბილისი-ბეირუთის მიმართულებით 27 ივნისიდან 13 სექტემბრის ჩათვლით კვირაში ერთი სიხშირით, ყოველ სამშაბათს, 29 ივლისიდან 3 სექტემბრის შუალედში კი კვირაში ორი სიხშირით ყოველ სამშაბათს და შაბათს შესრულდება. ფრენები ბოინგ B737-700/500 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები