მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Georgian Airways-მა თბილისი-მოსკოვს შორის პირველი რეისი შეასრულა

64688562c00d0
ინგა მურუსიძე
20.05.23 12:40
879
ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისმა” მოსკოვის მიმართულებით პირველი ფრენა შეასრულა. ავიარეისი დღეს, თბილისის დროით 08:00 საათზე განხორციელდა და თვითმფრინავი უკვე მოსკოვში, ვნუკოვოს აეროპორტში დაეშვა.

ინფორმაციისთვის, მოსკოვი-თბილისის რეისზე ბილეთის ფასი 824 ლარიდან იწყება [ფასი მოცემულია მხოლოდ ერთი მიმართულებით]. ბევრად ძვირი ღირს ბილეთები ივნისსა და ივლისში და მათი ფასი 1000 ლარს აჭარბებს. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ქართულ ავიაკომპანიას კვირაში შვიდი რეისის შესრულებაზე მისცა ნებართვა.

შეგახსენებთ: 10 მაისს რუსეთმა მოხსნა შეზღუდვა საქართველოსთან პირდაპირ ფრენებზე. საქართველოს ხელისუფლება კრემლის გადაწყვეტილებას მიესალმება და ამბობს, რომ ეს გაუმარტივებს ცხოვრებას რუსეთში მცხოვრებ მილიონ ქართველს, თუმცა ჯერჯერობით ოფიციალური წყაროებით ეთნიკურად ქართველი მილიონი ადამიანის ცხოვრება რუსეთში არ დასტურდება. ამას გარდა, საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ მხოლოდ არასანქცირებული კომპანიები და ხომალდები შეძლებენ ფრენას.

რუსეთ-საქართველოს შორის პირველი რეისი უკვე შეასრულა რუსულმა ავიაკომპანია “აზიმუტმაც”.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები