მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Georgian Airways რუსული ემბარგოს ფონზე ალტერნატიულ რეისებს 40 000-მდე მგზავრს სთავაზობს

5d1f1ee1acf01
ანუკა ჯოხაძე
05.07.19 14:00
812
Georgian Airways რუსული ემბარგოს ფონზე ალტერნატიულ რეისებს თბილისი-ერევანი-მოსკოვის მიმართულებით 40 000-მდე მგზავრს სთავაზობს,- ამის შესახებ Georgian Airways-ის კომერციული დირექტორის მოადგილემ თამუნა თანდაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის საპასუხო რეაქცია რუსეთის ტურისტულ ემბარგოზე. როგორც თანდაშვილი ამბობს, ავიაკომპანიას ეს ტრანზიტი ბილეთის საფასურს 10-15%-ით გაუზრდის, თუმცა ავიაკომპანიას არ აქვს უფლება უკვე შეძენილი ბილეთების ღირებულება გააძვიროს. Georgian Airways ზუსტად იმავე პირობებით მოემსახურება მგზავრებს.

თანდაშვილი ამ ყველაფერის გათვალისწინებით ამბობს, რომ კომპანიას რთული ფინანსური ვალდებულებების შესრულება მოუწევს.

“დაახლოებით 40 000 მგზავრს ჰქონდა შეძენილი ავიაბილეთი 8 ივლისიდან ოქტომბრის ჩათვლით. შესაბამისად, ავიაკომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება პარტნიორი ავიაკომპანიის, სომხური ავიაკომპანიის დახმარებით, თბილისი-ერევანი-მოსკოვის, მარშუტის შეთავაზების, იმ მგზავრებისთვის, რომლებსაც დაგეგმილი ჰქონდათ თბილისის-მოსკოვი-თბილისის მარშუტით ფრენები. ეს არის ალტერნატიული გზა, რომელიც, ერთი მხრივ, ავიაკომპანიისთვის იქნება ფინანსურადაც და საოპერაციო თვალსაზრისით ძალიან რთული, მაგრამ სექტორს შეუნარჩუნებს შემოსული და გასული მგზავრების რაოდენობას”- ამბობს Georgian Airways-ის კომერიცული დირექტორის მოადგილე თამუნა თანდაშვილი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებით, 8 ივლისიდან საქართველოსა და მოსკოვს შორის პირდაპირი ავია-მიმოსვლა შეწყდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები