მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Georgian Airways-ს პრეტენზიები Wizz Air-თანაც აქვს

5911abc927118
ელენე გოგბერაშვილი
09.05.17 16:00
4080
Georgian Airways დემპინგური ფასებით ოპერირებაში არამხოლოდ რუსულ არამედ თურქულ ავიაკომპანიებსაც ადანაშაულებს. კომპანიას მსგავსი პრეტენზიები გააჩნია Wizz Air-თან დაკავშირებითაც. "ჯორჯიან ეარვეისის" პოზიციაა, რომ საქართველოს აეროპორტების გაერთიანება უცხოურ ავიაკომპანიებს, რომლებიც საკუთარ ქვეყნებში ისედაც სარგებლობენ შეღავათებით, საქართველოშიც მაქსიმალურ შეღავათებს უწესებს. კომპანია ჯანსაღი კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფის ვალდებულებას სახელმწიფოს აკისრებს.

"დემპინგს ადგილი აქვს როგორც რუსული, ისე თურქული ავიაკომპანიების მხრიდან. უბრალოდ რუსული ავიაკომპანიების მხრიდან დემპინგი თვალშისაცემია და ადვილი მისახვედირია რასთან გვაქვს საქმე. იგივე პრეტენზიები გვქონდა Wizz Air-თან დაკავშირებითაც, იმიტომ რომ ქართული სახელმწიფოც ეხმარება Wizz Air-ს. გარდა ამისა ისინი გარკვეული პრეფერენციებით სარგებლობენ საკუთარ ქვეყანაში. კონკურენციის სააგენტო სწავლობდა ამ საკითხს და არ ვიცი ახლა რა ეტაპზეა ამ საკითხის შესწავლა. რაც შეეხება სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, ისინიც საქმის კურსში არიან"-აცახდებს "საქმის კურსთან" "ჯორჯიან ეარვეისის" გენერალური დირექტორი გივი დავითაშვილი.

"ჯორჯიან ეარვეისის" გაცხადებით, საკუთარ სახელმწიფოში უცხოური ავიაკომპანიების ტარიფები 3-4-ჯერ ნაკლებია, ვიდრე ჯორჯიან ეარვეისის შემთხვევაში, შესაბამისად თუ მათ საქართველოს ხელისუფლებისგან ანალოგიური მხარდაჭერა არ ექნებათ, თანაბარ კონკურენტულ პირობებში ოპერირებას ვერ შეძლებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები