მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Georgian Airways საპროტესტო აქციას 10 ივნისის შემდეგ გეგმავს

5b19500a7c1cc
BM.GE
07.06.18 20:30
696
ავიაკომპანია Georgian Airways საპროტესტო აქციას 10 ივნისის შემდეგ გამართავს, ამის შესახებ Bm.ge-ს ავიაკომპანიის დამფუძნებელმა, თამაზ გაიაშვილმა განუცხადა, მისი განმარტებით აქცია, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე გაიმართება. აქციას Georgian Airways აეროპორტის ოპერატორი კომპანიის Tav Georgias წინააღმდეგ მართავს.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული აქციის შესახებ ავიაკომპანიამ, თავის ოფიციალურ facebook გვერდზე, ორი დღის წინ განაცხადა და აქციის გამართვა მიმდინარე კვირის ბოლოს დააანონსა.

"მოგეხსენებათ რომ ჩვენ უკვე წელიწადზე მეტია ვცდილობთ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მმართველ თურქულ კომპანიასთან, "ტავ ურბან ჯორჯიასთან" მოლაპარაკებას ავიაბილეთების ფასების გაიაფებასთან დაკავშირებით, რამაც, შედეგი არ გამოიღო.

სამწუხაროდ, სხვა გზა არ დაგვრჩა და იძულებულები ვართ გთხოვოთ გვერდში დგომა რომ ვაიძულოთ "ტავ ურბან ჯორჯია" გავიდეს საქართველოდან, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი გააგრძელებენ ჩვენი აეროპორტების მართვას მინიმუმ 2027 წლამდე.

აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარე კვირის ბოლოს ვგეგმავთ საპროტესტო აქციის გამართვას თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე და მოგიწოდებთ თანადგომისაკენ.

დეტალურ ინფორმაციას უახლოეს პერიოდში მოგაწვდით", - ეწერა განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები