Georgian Airways თეირანის მიმართულებით ფრენებს აღადგენს. ქართული ავიაკომპანიის ხელმძღვანელის გივი დავითაშვილის ინფორმაციით, ფრენები კვირაში ორჯერ შესრულდება.
კომპანიის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ ავიაკომპანია ირანის მიმართულებით ფრენებს ახორციელებდა, თუმცა, გარკვეული დროის განმავლობაში შეჩერებული იყო. მიზეზი ერთი მხრივ, მგზავრთნაკადის სიმცირე, მეორე მხრივ კი, დამკვეთის გადაწვეტილება იყო.
Georgian Airways-ს ხელმძღვანელის ინფორმაციით, ახალი ხელშეკრულება ერთწლიანია და ის რეისების შესრულებას ერთი წლის განმავლობაში უწყვეტად გულისხმობს.

























