კომპანია „Georgian Airways“ სოციალურ ქსელ Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც BM.ge უცვლელად გთავაზობთ.
„როგორც იცით, ჩვენი ავიაკომპანიის მენეჯმენტი უკვე 1 წელია ცდილობს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მმართველი კომპანიის, "ტავ ურბან ჯორჯიას" მენეჯმენტთან დალაპარაკებას სხვადასხვა საკითხზე, რათა შევძლოთ ავიაბილეთების გაიაფება, რაზეც ისინი უარს ამბობენ. თურქულ კომპანია "ტავ ურბან ჯორჯიასთან" კაბალური ხელშეკრულება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს, 2005 წელს დაიდო და მას ვადა 2027 წელს გასდის.
თუ თვლით, რომ საქართველოში უნდა არსებობდეს ეროვნული ავიაკომპანია და ავიაბილეთებზე უფრო ხელმისაწვდომი ფასების დაწესებაში ხელი არ უნდა გვეშლებოდეს, გთხოვთ, დაგვიდექით გვერდში და დაიყენეთ თქვენი პროფილის ფოტოზე მხარდაჭერის ნიშნად ჩვენი ჩარჩო“, - წერია Georgian Airways“-ის ოფიციალურ ვებ გვერდზე.
BM.ge ამ თემასთან დაკავშირებით, "ტავ ურბან ჯორჯიასაც“ დაუკავშირდება და მათ პოზიციას შემოგთავაზებთ.

























