მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Georgian Airways წლის ბოლომდე მგზავრების რაოდენობის გაორმაგებას გეგმავს

5a97a6bfd46db
მაია ბიწაძე
01.03.18 11:06
1202
Georgian Airways წლის ბოლომდე მგზავრების რაოდენიბის გაორმაგებას გეგმავს, ამის შესახებ Bm.ge-ს ავიაკომპანიის გენერალურმა დირექტორმა გივი დავითაშვილმა განუცხადა.

"ამ გათვლის საშუალებას ის რეისები გვაძლევს, რომელსაც ამ თვის ბოლოდან დავიწყებთ, 11 ახალ მიმართულებას ვამატებთ. პირდაპირი რეისები თბილისის აეროპორტიდან შემდეგ ქალაქებში შესრულდება: პარიზი, ბერლინი, კიოლნი, ბრიუსელი, ბოლონია, ბარსელონა, ათენი, ბრატისლავა, სალონიკი, ყაზანი, ხარკოვი. რეისები ყველა მიმართულებით კვირაში ორჯერ შერულდება, ბერლინში კი სამჯერ. და რაც მთავარია ის, მგზავრებისთვის მისახერხებელ დროს იქნება, ანუ დილის 8 საათიდან საღამოს 10 საათამდე დროის შუალედში", - განაცხადა გივი დავითაშვილმა. 

მისივე განმარტებით, ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია და ფასები ორივე მიმართულებით 199 ევროდან იწყება.

"მარტიდან ივნისამდე გამოცხადებული გვაქვს პრომო ფასები და მგზავრებს, ვინც ბილეთებს ონლაინ იყიდის, საშუალება ექნებათ 199 ევროდ ორივე მიმართულებით იფრინონ, ივლისში და აგვისტოში კი, ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, ფასები მოიმატებს", - განაცხადა გივი დავითაშვილმა.

ავიაკომპანია გაზაფხულზე ბოინგ 737 800 და ემბრაერის ტიპის თვითმფრინავების ჩამოყვანას გეგმავს, რითაც ახალ რეისებს მოემსახურება.

Georgian Airways გასულ წელს 350 ათას მგზავრს მოემსახურა, წელს კი 800 ათასი მგზავრის გადაყვანას გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები