მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"Georgian-American Alloys ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში პროდუქციის წარმოების 30-35%-ით გაზრდას გეგმავს"

58862b767ab5e
BM.GE
23.01.17 20:10
2962
მიმდინარე წელს კომპანია Georgian-American Alloys ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში პროდუქციის წაროების დაახლოებით 30-35%-ით გაზრდას გეგმავს, ამასთან კომპანიის გეგმებში შედის ჭიათურის სამთო გამამდიდრებელ კომბინატში მოცულობების გარმაგება. როგორც კომპანიის ქართული წარმომეადგენლობის დირექტორი მერაბ ლომინაძე ბიზნესკონტრაქტთან საუბრისას აცხადებს, აღნიშნული გეგმების მიღწევა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი თუკი სახელმწიფოს მხირდან ადეკვატური ხელშეწყობა იქნება და აპრობირებული იქნება საერთაშორისო პრაქტიკა.

ლომინაძის განცხადებით, ბოლო 5 წლის განმავლობაში, რაც კომპანიაში ამერიკული მენეჯმენტი შევიდა, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა გარემოსდაცვით და ეკოლოგიურ საკითხებს.

"ამ მიმართულებით არაერთი აუდიტი ჩატარდა ჩვენს კომპანიაში. მე ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი მიღწევაა, როდესაც ქართულ საწარმოებში ეკოლოგიური აუდიტი ტარდება. შემდგომი ეტაპი არის აუცილებელ რეჟიმში ჭიათურაში წყლის დაბინძურების თემის მოგვარება, რომლის გზაც უკვე შემუშავებულია. ეს არის ახალი გამამდიდრებელი ფაბრიკის გაშვება ჭიათურაში. ასევე ქარხნის პროექტიც უკვე მზად არის, ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში მშენებლობის ნებართვა გვექნება და ამ პროცესს დავიწყებთ", - ამბობს ლომინაძე. მისივე განცხადებით, პროცესს ეკოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებული დავა აჭიანურებს, თუმცა კომპანიაში იმედოვნებენ, რომ უახლოესი 2-3 თვის განმავლობაში საკითხი გადაწყდება.

"პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით ჩვენ მოლაპარაკებები და შეთანხმებები გვაქვს გერმანულ კომპანიასთან, რომლის გეგმა-გრაფიკი მუშაობის დაწყებიდან დაახლოებით 10-12 თვეს წარმოადგენს. შესაბამისად, თუ ჩვენ ამ სამუშაოებს 2017 წელს დავიწყებთ, იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლომდე შედეგების მიღწევას შევძლებთ, ან ეს 2018 წლის პირველ ან მეორე კვარტალში გადაინაცვლებს“, - განაცხადა ლომინაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები