მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„GEORGIAN PRODUCTS“-ის საწარმოში რობოტები იმუშავებენ

617e8d5677458
BM.GE
01.11.21 00:03
791
ცხოველების ავეჯის მწარმოებელი ქართული კომპანია “GEORGIAN PRODUCTS” ნოემბრიდან წარმოებაში გერმანული კომპანია „KUKA”-ს 6 რობოტს გამოიყენებს. როგორც „GEORGIAN PRODUCTS“-ის დამფუძნებელი დავით ბარდავლიძე bm.ge-სთან აცხადებს, კომპანია აღნიშნულ პროექტში დაახლოებით 700 000 ევროს მოცულობის ინვესტიციას განახორციელებს.

„წარმოებაში რობოტების გამოყენება უპირველესად წარმადობას გაზრდის, ამასთან საჭირო მანქანა-დანადგარები ბაზარზე არ არის, ამიტომ, გვიწევდა კუსტარული დანადგარებით გვემუშავა, რობოტები კი მაღალტექნოლოგიური და დახვეწილია. კომპანია „KUKA”-სთან მჭიდრო თანამშრომლობას ვიწყებთ, ვაპირებთ რობოტები კიდევ შემოვიტანოთ“ - აღნიშნავს დავით ბარდაველიძე.

ცნობისთვის, „KUKA“ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი რობოტების მწარმოებელი კომპანიაა, რომლის ყოველწლიური გაყიდვები 2.6 მილიარდ ევროს აღწევს. ქართული საწარმო გერმანულ კომპანიასთან აქტიურად ითანამშრომლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ “KUKA” არამხოლოდ საქართველოში, არამედ სრულიად რეგიონში პირველად შემოვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები