Georgian Products-ის დამფუძნებელი დავით ბარდაველიძე, მათ კუთვნილ საწარმოში ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენის მიზნით გამოძიების გაგრძელებას ითხოვს. როგორც მან,,საქმიანი დილის“ ეთრში განაცხადა, კომპანიის ძირითად საქმიანობას - პროდუქციის ექსპორტს საფრთხე არ შეექმნება, რადაგან პროდუქცია ხანძარს გადაურჩა, თუმცა დამწვარია ძვირადღირებული დანადგარები.
"პროდუქცია არ არის დაშავებული, რამდენიმე ძვირადღირებული დანადგარია დამწვარი, ჩვენთის მთავარია გამოძიება გაგერძელდეს, რომ გავიგოთ, თუ რა მოხდა და რატომ. იქ დგას თანამედროვე დანადგარები, ახალი გაყვანილობები და თუ რამ გამოიწვია ეს ხანძარი, უნდა დაადგინოს გამოძიებამ. ჩვენთვის, ასევე მთავარია, არ შეწყდეს პროდუქციის მიწოდება დამკვეთისთვის, რისი საფრთხეც ჯერ-ჯერობით არ არსებობს“ - განაცხადა დავით ბარდაველიძემ.
მისივე განმარტებით, კომპანიას "ალდაგში“ აქვს დაზღვეული, როგორც მანქანა-დანადგარები, ასევე ნედლეული.
კომპანია "ჯორჯიან პროდაქტი“ შინაური ცხოველებისთვის სადგომებს ამზადებენ, რომლებიც ევროპის ქვეყნებში იყიდება. კომპანიის კუთვნილ ტერიტორიაზე, ხანძარი გუშინ, ჯერ-ჯერობით დაუდგენელი მიზეზებით გაჩნდა.

























